Tuesday 16 December 2014

მონობა

მონობა ესაა უუფლებობა,როდესაც არაფრის უფლება არ გაგაჩნია და სხვა გფლობს.ადამიანი სხვაზეა დამოკიდებული და სხვის ბრძანებებს ასრულებს შეწინააღმდეგების გარეშე,მაგრამ მან არ იცის, რომ იგი თვითონაც მონად ითვლება რადგან სხვას ართმევს თავისუფლებას.სხვისი დამონება იგივეა რაც სულის და ხორცის საჭურისობა.შეწინააღმდეგების შემთხვევაში კი მონაზე მფლობელი განახორციელებს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და ფიზიკური დასჯის ღონისძიებებს რაც სრულიად მიუღებელია პირადად ჩემთვის.

თავისუფლება

თავისუფლება ეს არის უფლება იმისა აკეთო ის რაც თავად გსურს.ამ დროს შენ არავისზე ხარ დამოკიდებული არავინ გაკონტროლებს და არავინ გფლობს.შენ არ ხარ არაფრისგან და არავისგან შეზღუდული გარდა იმისა, რომ არსებობს საზოგადო წესები და კანონები,რომელთაც თითოეული ადამიანი იცავს,მის დაცვაში ყველა თანასწორია განურჩევლად იმისა თუ რა სოციალური ფენის წარმომადგენელია.თავისუფლება ეს არის ძალიან ძვირფასი რამ,რისთვისაც თითოეული ადამიანი,ქვეყანა თუ დამოუკიდებელი სახელმწიფი ებრძოდნენ წლების განმავლობაში ერთმანეთს რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.სწორედ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, რომ ჩვენ დღესდღეობით ვარსებობთ და ვსუნთქავთ და გვაქ იმის უფლება ვაკეთოთ ის რაც გვსურს.

,,მე მარცვალი ვარ ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და ღმერთმა იცის,რა მელოდება..''

ამ ციტატაში ჩემი აზრით ძალიან დიდი აზრი დევს.თითოეული ადამიანი ღმერთის მიერაა შექმნილი და მოვლენილი ამ ქვეყნად.ცხოვრების განმავლობაში ღმერთი თითიეულ ადამიანს მრავალ განსაცდელს მოუვლენს,რათა გამოცადოს და ცხოვრებისთვის შეამზადოს.თითოეული ადამიანის ბედი  ჯერ კიდევ მისი დაბადებიდანაა უკვე გადაწყვეტილი,ისევე როგორც ჩემი.

რა არის სამშობლო?

საინტერესოა ნეტავ ვისთვის რა არის სამშობლო.ჩემთვის სამშობლო არის ჩემი სულისკვეთება,გულისტკივილი და სიამაყე.ეს არის ადგილი სადაც დავიბადე და პირველად ფეხი დავდგი.ეს არის ადგილი რომელთანაც დაშორება თითოეულ ადამიანს უჭირს. ,,ამ ქვეყანაზე უსამშობლო კაცზე უბედური ადამიანი არ არსებობს'' მართლაც რა მშვენიერი ფრაზაა არა და თან რეალური,ალბათ დამეთანხმებით.სამშობლო სიყვარულია ყველაზე დიდი,უანგარო,წრფელი და სრულყოფილი სიყვარული.ის იტევს ოჯახს,მეგობრებს,იდეალებს,თავისუფლებას,სიწმინდეს,სისხლს,ხორცსა და სულს ერთდროულად.იტევს ღმერთს და რწმენას.წმინდა ნინოს ჯვარს და ვეფხისტყაოსანს.სამშობლო ბედნიერება,სრულყოფილი ბედნიერებაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება განიცადოს.

ვბრუნდები ^_^

 მოგესალმებით პატივცემულო მნახველებო!ეს ჩემი მეორე ბლოგია დღეიდან აქ განვათავსებ ესეებს,თემებს და სხვადასხვა დავალებებს.იმედია მოგეწონებათ. გთხოვთ იყოთ ობიექტურები და თუ რაიმე რჩევას მომცემდით აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ უფრო დავხვეწო ჩემი ნაშრომი.თქვენ შეფასებებს სულმოუთქმელად ველი.